ირაკლი ჩიქოვანი: ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გააჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრი

ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გააჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, განხილულ იქნეს ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში გატარდა.

„დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გააჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი აბსოლუტურად ყველა ამ მიმართულებით და ეს არის ხაზგასმული ყველა იმ განცხადებაში ხაზგასმული, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან დეკემბერში, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასტური იმისა, რომ საქართველო არის სწორი განვითარების გზაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები