საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA). ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად“, – აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
Agreed to speed up our work:
– the progress on the EU path & the 9 steps
– the implementation of the #EIP + early integration areas (eg. Roaming & SEPA)We will make #Georgia a truly European country.
Press statement: https://t.co/RRnPg7uAu4 pic.twitter.com/KP9TSWU19N
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) February 20, 2024