შალვა პაპუაშვილი – პრემიერის ვიზიტზე: სწორედ ეს იყო არჩევანი, რომ პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი

სწორედ ეს იყო არჩევანი, რომ პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პრემიერის შეხვედრები იქნება გზავნილი იმისთვის, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში.

„ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოს წარმომადგენლობაში ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ეს არის ჩვენი გზავნილი იმისთვის, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ჩვენი ევროინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს. იმედი გვაქვს, ისინი ისეთივე გაბედულები იქნებიან როგორც საქართველო არის უკვე ათწლეულებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები