პიტერ სიიარტო: საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

„გაფართოების პოლიტიკა შეიძლება, იყოს დიდი წარმატების ისტორია ევროკავშირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა წევრი ქვეყანა მას საჯაროდ უჭერს მხარს, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ხელის მუხრუჭს აჭერს.
საქართველო დიდი ხანია, იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირი-საქართველოს საბჭოს სხდომა. უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად წაიწიოს წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ“, – აცხადებს პიტერ სიიარტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები