რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონის ქალაქი სელიდოვო დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ორსული ქალი და ბავშვი.
სამი ადამიანის ცხედრები “რაშისტების” მიერ დაბომბილი საავადმყოფოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ფეხმძიმე ქალი 38 წლის იყო, დანარჩენი ორი კი – 36 წლის ქალი და მისი 9 წლის შვილია.
გარდა ამისა, დაშავებულია 12 მოქალაქე, მათ შორის 4 ბავშვია, მათი ასაკია – 7, 12 და 16 წელი.
დონეცკის პროკურატურის ქალაქზე მიტანილი მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთსართულიან საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო მთლიანად დაინგრა.