მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და აქედან გამომდინარე, სამთავრობო გეგმა რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს – ირაკლი ქადაგიშვილი

“ის, რაც წერია (სამთავრო გეგმის) ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის მხრიდან წარმოდგენილი სამთავრობო გეგმა არაფრით განსხვავდება უკვე არსებულ სამთავრობო გეგმისგან.

„ის რაც წერია (სამთავრო გეგმის) ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ერთი თვის წინ მივიღეთ და ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა, პარლამენტს აღებული. აქედან გამომდინარე, არც აქ იქნება ძირეული ცვლილება. თუ რა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის აქცენტები და პოლიტიკური გზავნილები, ამას დავინახავთ, როდესაც ის სიტყვით გამოვა.

ოპოზიციას აწუხებს პერსონალური საკითხები და არა ის, თუ სახელმწიფოში რა კეთდება ეკონომიკისა და ხალხისთვის. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელიც წარმატებულ პოლიტიკას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის, ეს არის ძირითადი მიზანი. წარმატებული პოლიტიკის მიმართულებები მრავალვექტორიანია და ჩვენ ყველა მიმართულებით როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო საქმიანობაში გვაქვს მყარი საფუძველი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს, იმისთვის არის ოპოზიცია, რომ არ დაუჭიროს მხარი, თუ დაუჭერს მხარს, მაშინ ოპოზიცია აღარ იქნება და იქნება უმრავლესობის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უარყოფით შეფასებებს გააკეთებს, მაგრამ, ძირითადად, ეს უარყოფითი შეფასებები იქნება გარკვეულ ქილიკზე დამყარებული და არ იქნება შინაარსობრივი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები