თბილისში, აეროპორტის გზაზე ავარია მოხდა

თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„კვირას“ ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ დიდი სისწრაფით მოძრაობდა ხეს შეეჯახა. ამ წუთებში,  ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ ავტომანქანის კარი ძალის გამოყენებით გახსნან.

მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

„კვირა“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები