”უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება” – ჟოზეფ ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე თქვა.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მკაფიო ვალდებულებების ერთგული ვართ“, – თქვა მან და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის გარკვევა და „გააზრება, თუ სად ვართ ახლა, სად ვიქნებით მარტისთვის და წლის ბოლომდე.”