კონგოში თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი მოკლეს

კონგოს პროვინცია ჩრდილოეთ კივუზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანია მოკლული

ამის შესახებ მედიას ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა განუცხადა.

მისი თქმით, პროვინციაზე თავდასხმა მოკავშირე დემოკრატიული ძალების მიერ განხორციელდა, რომლებიც, სავარაუდოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში.

თავდასხმა სამ სოფელზე მოხდა.

აღმოსავლეთ კონგო ათწლეულების განმავლობაში ებრძვის შეიარაღებულ ძალადობას, ქვეყანაში 120-ზე მეტი ჯგუფი ძალაუფლებისთვის, მიწისა და ძვირფასი მინერალური რესურსებისთვის იბრძვის, ხოლო დანარჩენები თავიანთი თემების დაცვას ცდილობენ.

კონფლიქტი 2021 წლის ბოლოს გამწვავდა, როდესაც მეამბოხე ჯგუფმა – M23 (რომელიც, ძირითადად, უმოქმედოდ იყო), გააგრძელა ტერიტორიის დასაკავებლად თავდასხმები. ჯგუფს, სავარაუდოდ, აქვს მხარდაჭერა მეზობელი რუანდასგან, თუმცა, ქვეყანა მათთან კავშირებს უარყოფს.

თავდასხმის შემდეგ, კონგოს პრეზიდენტმა, ფელიქს შისეკედიმ განაცხადა, რომ M23-ს რუანდა უჭერს მხარს და, რომ რუანდის ლიდერთან, პოლ კაგამესთან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები