მექსიკაში სამგზავრო ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთით, სინალოას შტატში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა,18 დაშავდა.

ამის შესახებ ABC News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

დაშავებულები საავადმყოფოში რჩებიან.

ავტობუსში 37 ადამიანი იმყოფებოდა.

რა გახდა შეჯახების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები