პაკისტანის ყოფილ პრემიერს თავისუფლების აღკვეთის დამატებით 14 წელი მიუსაჯეს
პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს და მის მეუღლეს, ბუშრა ბიბის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებათ კორუფცია და უცხოური საჩუქრების გაყიდვა.
ამის შესახებ გაზეთი Dawn-ი იტყობინება.
იმრან ხანის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას 2018-2022 წლებში ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის ათობით საქმეა აღძრული.
30 იანვარს პაკისტანის სასამართლომ მას და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მეჰმუდ საიდუმლოების გამჟღავნებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.