ოკუპანტებმა მიკოლაევზე დრონებით იერიში მიიტანეს
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ მიკოლაევის და კიროვოგრადის რეგიონების თავზე მტრის 14-დან 7 დრონი ჩამოაგდეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი დრონი მიკოლაევის რეგიონში ბაშტანსკის რაიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოსა და მაღაზიის საწყობებს დაეჯახა.
ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
დაშავდა მაღაზიის დაცვის თანამშრომელი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი.