ინდური კომპანია IndiGo Airlines-ის პილოტები ბაქოში დისპეტჩერების ნებართვის გარეშე ჩაფრინდნენ
ინდური კომპანია IndiGo Airlines-ის პილოტებმა რეისი 6E 1803 დელი-ბაქოს მიმართულებით 29 იანვარს დისპეტჩერების ნებართვის გარეშე შეასრულეს.
მათ წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული.
როგორც haqqin.az ინდურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რეისი დელიდან, ადგილობრივი დროით 19:38 საათზე გაფრინდა.
ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა (DGCA) სპეციალური გამოძიება დაიწყო და IndiGo Airlines-ს დაავალა, პილოტებს ფრენის შესრულების ნებართვა შეუჩეროს.
IndiGo Airlines-ს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.