სამხრეთ კორეასთან ამერიკული F-16 გამანადგურებელი ჩამოვარდა

სამხრეთ კორეის დასავლეთ სანაპიროს წყლებში ამერიკული F-16 გამანადგურებელი ჩამოვარდა.

ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ პილოტმა კატაპულტირება შეძლო, ამჟამად, ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

აშშ-ის საჰაერო ძალები F-16-ის ჩამოვარდნას ადასტურებენ.

როგორც მე-8 ავიაპოლკის მეთაურმა, მეთიუ გეთკემ თქვა, გამანადგურებელი ზღვის თავზე “საგანგებო ვითარებას შეეჯახა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები