რუსეთის შეტევას უკრაინის წინააღმდეგ ომში, გაზაფხულის დასაწყისში, ძალა მთლიანად ამოეწურება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. ამ დროისთვის უკვე ორთვენახევარია გრძელდება. შედეგებს თქვენ თვითონ ხედავთ. იმის თქმა, რომ ეს შედეგები დიდია მათთვის, ნამდვილად არ არის სიმართლე. ჩვენდა სამწუხაროდ, მათ აქვთ გარკვეული წინსვლა, ავდიივკასთან, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ისინი ელოდნენ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ოკუპანტებს სურდათ ხარკოვის რეგიონში საზღვრამდე რაც შეიძლება სწრაფად მიეღწიათ, ასევე, მათ სურდათ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთა.
„მათი შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება. სადღაც გაზაფხულის დასაწყისში მათ შეტევას ძალა სრულად გამოელევა. როგორც ნებისმიერი თამაშის წესებით: შენ აკეთებ სვლას, მოწინააღმდეგე აკეთებს სვლას. ახლა მოწინააღმდეგის სვლაა. ის დასრულდება და ჩვენი დაიწყება“, – დასძინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.