ბაიდენი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა, თუ როგორ უპასუხებს მისი ადმინისტრაცია იორდანიაში შეერთებული შტატების ბაზაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი „ბოევიკების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ის არ არის, რასაც მე ვეძებ“, – განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა.
კითხვაზე, შეაკავებს თუ არა ეს მომავალი პასუხი ირანს, ბაიდენმა უპასუხა: „ვნახოთ“.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა.