ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი მოსწავლე და სამი მასწავლებელი გაიტაცეს

ნიგერიაში, სამხრეთ-დასავლეთ ეკიტის შტატში, ერთ-ერთი სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა ექვსი მოსწავლე და სამი მასწავლებელი გაიტაცეს.

მედიის ცნობით, შეიარაღებული ბანდები ადამიანებს გამოსასყიდის სანაცვლოდ იტაცებენ.

როგორც შტატის მთავრობაში აცხადებენ, გატაცება მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები და მასწავლებლები ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.

როგორც ცნობილია, გატაცებულებს შორის არის სასკოლო ავტობუსის მძღოლიც.

ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია და გამოსასყიდის მოთხოვნაც არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები