ისრაელი „ათასობით ტერორისტს“ არ გაათავისუფლებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც ომში გრძელვადიან პაუზასა და ისრაელის მიერ დიდი რაოდენობით ტყვედ აყვანილი მებრძოლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„ჩვენ არ გამოვიყვანთ ისრაელის თავდაცვით ძალებს ღაზის სექტორიდან და არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს. ეს არ მოხდება. Რა მოხდება? აბსოლუტური გამარჯვება!“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.