გივი მიქანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

„საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეკომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გივი მიქანაძის კანდიდატურას და დადებითად შეაფასა 2023 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ქვეკომიტეტის საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები