სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, პროგრესს აგრძელებს.
ამის შესახებ ვარჰეიმ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან სოფლის მეურნეობასა და მწვანე ეკონომიკის კუთხით ევროკავშირთან თავსებადობა განვიხილეთ. ეს საკვანძო სფეროებია საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება“, – წერს ვარჰეი X-ზე.
#Georgia continues progressing on its EU enlargement track as an 🇪🇺candidate county.
Disussed w/ 🇬🇪Minister Otar Shamugia @agricultureGEO the EU alignment in agriculture & green transition.
These are key areas on Georgia’s EU path.
Our support will continue. pic.twitter.com/lP0hSHvxdd— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) January 24, 2024