უამინდობის გამო, თბილისის სხვადასხვა დასახლებაში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

მოსული ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერიის ცნობით, საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.

ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

„თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები