აშშ-ში, ილინოისის შტატის პატარა ქალაქ ტინლის პარკში საკუთარ სახლში დედა და მისი სამი ქალიშვილი მოკლეს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, დაღუპულების გვერდით მამაკაცი იყო, რომელიც დაკავებულია.
პოლიციის ოფიცერმა, ტომ ტილტონმა თქვა, რომ საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება.
მოკლულები არიან – 53 წლის მაჯედა კასემი; 25 წლის ჰალემა და ზაჰარია კასემი და 24 წლის ჰანან კასემი.
„ოთხი უდანაშაულო ქალი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, ოჯახური ძალადობის უაზრო აქტის შედეგად მოკლეს”, – თქვა ტინლი პარკის მერმა, მაიკლ გლოცმა.
სამართალდამცავებმა პისტოლეტი ამოიღეს, რომლითაც ქალები არიან მოკლულნი.