იუნანის პროვინციის ქალაქ ჟაოტონგში მეწყერი ჩამოწვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისქვეშ, სავარაუდოდ, 44 ადამიანია მოყოლილი.
სტიქიური უბედურების შედეგად, რამდენიმე სოფელი დაზარალდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 200-ზე მეტი მაშველია ჩართული, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.