სამგორის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები შესრულდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი, გზის პირი და მიმდებარედ არსებული ფერდობი დაასუფთავეს.

ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოვათავსოთ კონტეინერებში, ნუ დავყრით გზაზე და თბილისის ზღვის სანაპიროზე. მსგავსი დასუფთავების აქცია ამ ტერიტორიაზე ხშირად გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ სისუფთავე“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

აღნიშნულ სამუშაოებში „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები