რიო-დე-ჟანეიროში წყალდიდობას, სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რიო-დე-ჟანეიროში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.

სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ყველაზე მეტად ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი დაზარალდა, სადაც ადამიანები მეწყერის, ელექტროდარტყმის ან წყალში დახრჩობის შედეგად დაიღუპნენ.

ერთი ქალი დაკარგულად ითვლება, მისი მანქანა მდინარეში ჩავარდა.

ქალაქის ზოგიერთი ცენტრალური ქუჩა წყლით დაიფარა და მანქანების სახურავებამდეც აღწევდა. შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ქალაქის მერმა ედუარდო პაესმა ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბრაზილიის ხელისუფლების ცნობით, მეწყრული საფრთხე შტატის რვა ქალაქში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები