“რაღაც დამპალა დანიის სამეფოში” – ქალბატონო ელჩო!” – გოგა ხაინდრავა დანიის ელჩს მიმართავს
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ საქართველოში დანიის ელჩის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„Something is rotten in the State of Denmark. W.Shakespeare. “რაღაც დამპალა დანიის სამეფოში” – ქალბატონო ელჩო! თუ თქვენ თავს უფლებას აძლევთ, შეურაცხყოთ ქვეყანა, სადაც გიწევთ დიპლომატიური მისია! მარცელო “ჰამლეტი”-ს პერსონაჟი, თქვენგან განსხვავებით, არ მოერიდა სიმართლის აღიარებას!”, – წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, დანიის ელჩმა საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.