ბაქოში სამშობიაროში ხანძარს 4 ჩვილი ემსხვერპლა

ბაქოში რესპუბლიკურ პერინატალური ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა, რასაც 4 ჩვილი ემსხვერპლა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა, გენპროკურატურის და TƏBİB-ის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ასევე, შენობაში მყოფი სამი ადამიანი მოიწამლა, ისინი კლინიკურ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ცენტრში მყოფი, თითქმის 100 ადამიანის, მათ შორის ახალშობილების და ორსული ქალების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ჩაქრობაში 20 ერთეული ტექნიკა და 90-მდე მეხანძრე იყო ჩართული.

გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები