გია ცაგარეიშვილი: ჩვენი სამშობლოს მომავალი საჯილდაო ქვად არ უნდა ვაქციოთ

ჩვენი სამშობლოს მომავალი საჯილდაო ქვად არ უნდა ვაქციოთ. თუ ამას გაიგებენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, ეს კარგი იქნება, – ამის შესახებ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს შიდა დაპირისპირება არ სჭირდება.

„​ახლა ამ ქვეყანას, განსაკუთრებით – უკრაინაში მიმდინარე უბედურების ფონზე და ზოგადად რეგიონში მიმდინარე საშინელი დაპირისპირებების ფონზე, არ სჭირდება ქვეყნის შიგნით თავპირის მტვრევა, დაპირისპირება. ჩვენ ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლოს მომავალი საჯილდაო ქვად არ უნდა ვაქციოთ. თუ ამას გაიგებენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, ეს კარგი იქნება. თუ არ გაიგებენ, ვფიქრობ, ქართველი ხალხი მათ ამას აუცილებლად გააგებინებს“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები