“ჰამასის” პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, იაჰია სინვარმა ისრაელთან მოლაპარაკებებში შუამავლებს განუცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ ფორმულის – „ყველა ყველასათვის“ გამოყენებით და ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტელეარხი – Makan 33 ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჰამასის” ლიდერმა შუამავლებს უთხრა, რომ გაცვლის გარიგების ერთადერთი ფორმულა არის „ყველა ყველასთვის“ და ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, თუ ისრაელს სურს თავისი გატაცებული ხალხის ცოცხლად დაბრუნება“, – იტყობინება ტელეარხი.
მისწერეთ მარიამ ტიელიძე