ილია ღუდუშაური: შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობიარობის უკვე დაახლოებით 2 200 შემთხვევა ანაზღაურდა

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობიარობის უკვე დაახლოებით 2 200 შემთხვევა ანაზღაურდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. არანაირ მნიშვნელოვან პრობლემას ადგილი არ ჰქონია”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ღუდუშაურმა საუბრისას DRG მოდელის მოქმედება შეაფასა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. უკვე 1,5 წელზე მეტია საქართველოში DRG დაფინანსების მოდელი მოქმედებს. აგერ უკვე ერთი თვეა დაფინანსება გავრცელდა მშობიარობაზე და მშობიარობასთან დაკავშირებულ ყველა სერვისზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა უკვე DRG მოდელი მოქმედებს ყველა იმ სერვისზე, რომელიც მსოფლიოში არის აპრობირებული და რომელსაც ფარავს DRG მოდელი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობიარობის უკვე დაახლოებით 2 200 შემთხვევა ანაზღაურდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. არანაირ მნიშვნელოვან პრობლემას ადგილი არ ჰქონია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე რეფორმა პოზიტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები