რუსმა ოკუპანტებმა დილით კიევის მიმართულებით 8 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ყველა მათგანი ჩამოგდებულია.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს.
გარდა ამისა, გვიან ღამით “რაშისტებმა” დედაქალაქის მიმართულებით 18 “შაჰედიც” გაუშვეს – დრონებიც მოგერიებულია.
ამავე დროს, კიევის ორ რაიონში ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტები დარნიცკის და ჰოლოსევსკის რაიონებში ჩამოვარდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ჰოლოსევსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, სადაც საგანგებო სამსახურები მიემართება, დარნიცკის რაიონში კი ფრაგმენტი დაუმთავრებელ სახლზე ჩამოვარდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამავე რაიონში ნამსხვრევებია ნაპოვნი მაღაზია-საწყობის ტერიტორიაზე.
ასევე, დარნიცკის რაიონში 4 ადამიანი დაშავდა.