ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა
ინგუშეთში გასული კვირის ბოლოს რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა „ტურიზმს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს“.
ამის შესახებ ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა იტყობინება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვაზე, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე და ა.შ.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილი“ მოინახულეს.
Ekhokavkaza წერს, რომ ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. კერძოდ, ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ განაცხადა.
ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სარკინიგზო მარშრუტის მიზანია “სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება მთავარი კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო მოძრაობის მარშრუტის დროის შემცირება“.