ტანზანიის ქალაქ კატეშში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა, 85 მოქალაქე დაშავებულია.
ამის შესახებ France Presse ადგილობრივ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს.
ჯანეტ მაიანჯა არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
მისი ინფორმაციით, მანიარას რაიონში გზები ტალახმა და წყალმა წაიღო, მათი ნაწილი წაქცეული ხეებით და ქვებით არის ჩახერგილი.