ისრაელსა და “ჰამასს” შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება დღეს დასრულდა და ისრაელმა ღაზას სექტორში საჰაერო იერიშები განაახლა.
რაკეტების გაშვება დაფიქსირებულია, ასევე, ისრაელის ტერიტორიის მიმართულებითაც.
პალესტინელები აცხადებენ, რომ განახლებულ ბრძოლას უკვე მსხვერპლი მოჰყვა. კერძოდ კი, ქალაქ რაფაში, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული.
“ჰამასში” ასევე აცხადებენ, რომ ავიადარტყმების შედეგად რამდენიმე რაიონი დაზიანდა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ “ჰამასმა” ზავის პირობა დაარღვია, როდესაც მძევლების გათავისუფლებაზე უარი თქვა.
მის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი, საომარ მოქმედებებს უბრუნდება მიზნების შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს ყველა მძევლის გათავისუფლებას, “ჰამასის” სრულ განადგურებას და გარანტიების მიღებას, რომ ღაზას სექტორი “არასდროს იქნება საფრთხის შემცვლელი ისრაელის მოქალაქეებისთვის”.