საქართველოს პრემიერმინისტრს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი შეხვდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს და შეხვედრის და საქართველოს პრემიერის დახვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში აზერბაიჯანის პირველი ვიცეპრემიერი – იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ელნურ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.