უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ “რამშტაინის” შეხვედრაში პირველად მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
„ჩვენს პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ხაზი გავუსვი, რომ ფრონტზე ვითარება გართულებულია, მაგრამ კონტროლდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. ინფორმაცია მივაწოდე რუსების ქმედების, საფრთხეების და უახლოესი დროის მათი გეგმების შესახებ”,- დაწერა გენერალმა.
ზალუჟნიმ მადლობა გადაუხადა კოალიციური მუშაობისთვის, რომელიც “მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს და შესაძლებლობებს. დახმარების ახალი პაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს გააძლიერებენ”.