ოკუპირებულ აფხაზეთში “ახალი ათონის” სახელმწიფო აგარაკების გაყიდვის სურვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივები აპროტესტებენ, რასაც გვიან ღამით ტერიტორიაზე შეჭრაც მოჰყვა.
როგორც აგარაკების სამმართველოს უფროსმა, ბესლან კვიწინიამ თქვა, “ინფორმაცია უცნობ კერძო ინვესტორზე აგარაკის მოსალოდნელი მიყიდვის შესახებ მცდარია და ის გავრცელდა პროვოკაციული პოლიტიკური აქციის განსახორციელებლად”.
მისივე თქმით, ობიექტი “აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების ადმინისტრაციის იურისდიქციაშია და მისი გაყიდვა ან გადაცემა არ იგეგმება”.
გვიან ღამით აგარაკებთან ხალხი შეიკრიბა შეძახილებით “ახალ ათონში სახელმწიფო აგარაკი გაყიდვის უფლებას არ მოგცემთ!”