ინდონეზიაში მატარებლის და მიკროავტობუსის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო)

ინდონეზიაში ლუმაჯანგის ოლქში მატარებლის და მიკროავტობუსის შეჯახებას 11 ადამიანი შეეწირა, კიდევ ოთხი პირი დაშავდა.

ამის შესახებ Kompas TV იტყობინება.

აღნიშნულია, რომ დაღუპულები მიკროავტობუსის მგზავრები არიან.

შემთხვევა 19 ნოემბერს, საღამოს მოხდა.

მიკროავტობუსი დაუცველ რკინიგზის გადასასვლელს კვეთდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში რკინიგზაზე ავარიების 85%-მდე დაუცველ გადასასვლელებზე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები