დავით მათიკაშვილი: ვისაც სურს, აქამდეც შეეძლო და ახლაც შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველას – ვისაც სურს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნისთვის პოზიტიური როლი შეასრულოს, ამის შესაძლებლობა აქვს.
თუმცა, მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად უყურებს.
“მუშაობისთვის კარი ღიაა – ვისაც სურს, აქამდეც შეეძლო და ახლაც შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში, თუმცა, მომეცით იმის უფლება, რომ ოპოზიციის ჩართულობას სკეპტიკურად შევხედო”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.