ლევან ხაბეიშვილი: 23 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის – კონკრეტული გეგმა გვაქვს
” 23 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას კონკრეტული გეგმა აქვს.
“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა ჩემს პირადზე კი არა, პარტიას აზიანებენ და არ წყვეტენ… ვალდებული ვარ, ხალხის ნება აღვასრულო. ამიტომ, 23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.