დავით კირკიტაძე – ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაზე: რა თქმა უნდა, ჩავერთვებით, ოღონდ უნდა იყოს რეალურად გადადგმული ნაბიჯები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში იმ შემთხვევაში, თუ რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები.

“ის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს რეალურად შესრულებას, იმ რეკომენდაციების, რომელიც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩართულობა იქნება, ოღონდ უნდა იყოს რეალურად გადადგმული ნაბიჯები და არა მოჩვენებითი, ან თვალში ნაცრის შეყრა, როგორიც აქამდე ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები