ჰერმან საბო: ოპოზიციამ მინიმუმ ერთმანეთში უნდა დაიწყოს საუბარი, რა ალტერნატივას სთავაზობენ ისინი ხალხს
პარტია “გირჩის” წევრი, ჰერმან საბო აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს და საზოგადოებას წარუდგინოს ერთიანი ხედვა, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში კოალიციური ოპოზიცია მოვა.
“ვერ ვხედავ ვერანაირ პოტენციალს იმას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დაჯდეს და სასამართლოზე რაღაც რეფორმა მოიგონონ. ოპოზიციამ მინიმუმ ერთმანეთში უნდა დაიწყოს საუბარი, რა ალტერნატივას სთავაზობენ ისინი ხალხს “ქართული ოცნებისგან” განსხვავებით, ოპოზიციის კოალიციური ხელისუფლება რომ მოვა, ისინი რას სთავაზობენ”, – განაცხადა ჰერმან საბომ.