IDF-ში განაცხადეს, რომ ომის დაწყებიდან ღაზას სექტორის ჩრდილოეთი, სავარაუდოდ, მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

Palestinians ride on animal-drawn carts, as people flee north Gaza towards the south, amid the ongoing conflict between Israel and Palestinian Islamist group Hamas, in the central Gaza Strip, November 9, 2023. REUTERS/Mohammed Salem

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის შედეგად, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი, სავარაუდოდ, უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა პიტერ ლერნერმა ბრიფინგზე თქვა.

”რამდენიმე ასეული ათასი და, ზოგიერთი შეფასებით, მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია ჩრდილოეთის ტერიტორიებიდან და გადასულია სამხრეთით,” – თქვა მან.

ლერნერმა დასძინა, რომ კონფლიქტის ესკალაციის დროს ისრაელის სამხედროებმა 15 ათასამდე სამიზნე გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები