მედია: „ჰამასი“ მზად არის, ისრაელთან 5-დღიანი ზავის სანაცვლოდ, 70-მდე მძევალი გაათავისუფლოს

პალესტინის ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის ცნობით, კატარის შუამავლებს განუცხადეს, რომ ისრაელთან ხუთდღიანი ზავის სანაცვლოდ, დაჯგუფება მზად არის, ღაზაში 70-მდე ქალი და ბავშვი გაათავისუფლოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

„ზავი უნდა მოიცავდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას ღაზის სექტორში“, – აღნიშნა „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ.

ამასთან, მან ისრაელის ხელისუფლება გარიგების გაჭიანურებაში და მისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები