“ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსი ტერორისტები შეეცდებიან – მეტი ზიანი მოგვაყენონ, მტერს ვუპასუხებთ, ძლიერად!“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების დრონების იერიშს გამოეხმაურა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსი ოკუპანტები გააქტიურდებიან და უკრაინისთვის მეტი ზიანის მიყენებას შეეცდებიან.

თუმცა, ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის, მტერს უპასუხოს – ძლიერად.

“ღამით ორმოცამდე “შაჰედი” მოფრინდა. ნახევარზე მეტი ჩამოაგდეს. ჩვენი ავიაცია, საზენიტო მსროლელები, მობილური საცეცხლე ჯგუფები – მადლობას გიხდით, ჯარისკაცებო, ყოველი ჩამოგდებისთვის! ცის დამცველები ეფექტურად მუშაობდნენ ათი რეგიონის ტერიტორიაზე – ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, ხმელნიცკის, ლვოვის. მადლობა ყველას სიფხიზლისთვის! სამწუხაროდ, იყო მიზანში მოხვედრაც. წინასწარი ცნობით – მსხვერპლი არ არის. შედეგების ლიკვიდირება მიმდინარეობს. ხარკოვი, ლვოვი, ივანოვო-ფრანკოვსკის რეგიონი. ვაძლიერებთ თავდაცვის სისტემებს. ვაძლიერებთ საცეცხლე მობილურ ჯგუფებს. ვაცნობიერებთ, რომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსი ტერორისტები შეეცდებიან მეტი ზიანი მოგვაყენონ. მტერს ვუპასუხებთ. ძლიერად!“, – დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები