ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობას, აგრეთვე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას შეეხო. ირაკლი კობახიძემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.