გურამ მაჭარაშვილი: დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ

დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და ოპოზიციას მივუსამძიმრებთ – დარწმუნებული ვარ, რომ მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის განმარტებით, კანდიდატის სტატუსის მიცემა იმას ნიშნავს, რომ სტატუსი მისცეს როგორც ხალხს, ასევე სახელმწიფოს, ხელისუფლებას და ოპოზიციას.

„კანდიდატის სტატუსის მოცემის საბოტაჟირებისთვის თავად ოპოზიცია იბრძოდა, რაზეც თავად ოპოზიციამ ისაუბრა.
დიდია ალბათობა იმისა, რომ სტატუსს მოგვცემენ და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი რადიკალიზმისთვის მათ აღარ გამოადგებათ.
ოპოზიციის ნაწილი, ვინც ბრიუსელში დადიოდა, აშავებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ოპოზიციას არასამთავრობო სექტორმა გადაასწრო, რომელთაც პირდაპირ აღიარეს, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიის ნიშნები არ არის, დემოკრატიული ინსტიტუტების არ მუშაობს, მაგრამ საქართველოს სტატუსი მაინც მიეცითო. სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ასევე კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ იბრძოდა.

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ევროპაში რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები გამოჩნდებოდნენ – როგორც ჩანს, დიდი ალბათობით ისინი გამოჩნდნენ კიდეც და გვაქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები