დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიაში სულ არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს, რომ სინოდმა შეათანხმოს

“არის რაღაც მიზეზები, რის გამოც ახლა დაინიშნა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ხვალისთვის ჩანიშნულ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

„არის რაღაც მიზეზები, რის გამოც ახლა დაინიშნა. ეკლესიაში სულ არის რაღაც საკითხები, რომლებიც საჭიროებს რომ სინოდმა შეათანხმოს. შეიძლება, რომ ცალკეული საკითხები მღვდელმთავრებმა დააყენონ – ხვალ გავიგებთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, ხვალ, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები