ჰამბურგში ჰელოუინზე არეულობა მოხდა – პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

ჰამბურგში გვიან ღამით, ჰელოუინის საღამოს არეულობა მოხდა, პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუწია.

​ამის შესახებ NDR იტყობინება.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ჰამბურგის რაიონში 150-დან 200-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. შემდეგ მათი რიცხვი 300-350-მდე გაიზარდა. ისინი ხალხსა და სასწრაფო დახმარების მუშაკებს ბოთლებს და შაშხანებს ესროდნენ.

პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

არიან დაკავებულებიც, თუმცა, მათი რიცხვი დაზუსტებული არ არის. პოლიციაში იმასაც ამბობენ, რომ ისმოდა ანტისემიტური შეძახილებიც.​

ინციდენტები მოხდა ასევე ლურუპის რაიონშიც, სადაც 50-მდე ახალგაზრდა იყო აქტიური. მათ შაშხანებით მაღაზიების ვიტრინები დაარბიეს და ცეცხლი ნაგვის კონტეინერებს მოუკიდეს.

ოსდორფის რაიონში 70-მდე ადამიანი შეიკრიბა. 100-მდე ადამიანი შეიკრიბა შტაილსხუპში. იყო ფოიერვერკები.

თუმცა, როგორც პოლიციაში აცხადებენ, აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილნენ და დარბევა არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები