მიხეილ სარჯველაძე: ევროკომისიის შეფასებაში უარყოფილი ვერ იქნება ის გარემოება, რომ, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს

“ევროკომისიის შეფასებაში უარყოფილი ვერ იქნება ის გარემოება, რომ, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი წარმატება აღიქმება, როგორც მათი პირადი წარუმატებლობა.

“ევროკომისიის შეფასება ალბათ მანამდე გაკეთებული შეფასებებისგან თვისობრივად განსხვავებული ვერ იქნება, რადგან უარყოფილი ვერ იქნება ის გარემოება, რომ, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველოს უკეთესი მდგომარეობა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პროფესიონალური შეფასება პოზიტიური იქნება.

დღეს ევროპა შარშან მიღებულ გადაწყვეტილებას განსხვავებულად უყურებს. ამაში ის იგულისხმება, რომ საკითხს ახლებურად ხედავენ და ამ შემთხვევაში მხედველობაში მხოლოდ გეოგრაფია შეიძლება, არ მიიღებოდეს, ან განსხვავებულად ხედავდნენ მათ შორის გეოგრაფიასაც, რადგან აშკარად ხედავენ შარშან მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებას. ეს სასარგებლო არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა. ხედავენ იმასაც, რომ ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე საქართველოსთვის გაფართოება. ოპოზიციის დიდი ნაწილი, საბედნიეროდ ყველა არა, დიდი ხანია, მხილებულია იმგვარ მიდგომებში, როცა მათთვის ქვეყნის ნებისმიერი წარმატების-წარუმატებლობის საკითხი ფასდება იმის მიხედვით, მათთვის ეს პოლიტიკურად ხელსაყრელი იქნება თუ არა. ამიტომ, სამწუხაროდ, ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი წარმატება აღიქმება, როგორც მათი პირადი წარუმატებლობა. მათი მიზანია, ოღონდ ხელისუფლება დაზარალდეს და თუნდაც ქვეყანა დაზიანდეს. სამწუხაროდ, ეს ცუდად გამოიყურება, მაგრამ არსებული რეალობაა“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები